daikide
კონფიდენციალურობა
daikide.com-ზე მხოლოდ ის მონაცემები გვაქვს, რაც შეკვეთის დასამზადებლად და მოსატანად გვჭირდება. აქ წერია, კონკრეტულად რა და როგორ.
რას ვინახავთ
ანგარიში: სახელი, გვარი, ელფოსტა, ტელეფონი. შეკვეთა: რა შეუკვეთე, რა ზომაზე, მიტანის მისამართი და ქალაქი. ფოტოები: ის კადრები, რომლებსაც ბეჭდვისთვის ტვირთავ, ინახება დაცულად, ვხედავთ მხოლოდ იმისთვის, რომ დავბეჭდოთ, და არასდროს ვაქვეყნებთ.
ქუქიები
ორი რამ გვაქვს: სესიის ქუქი, რომ სისტემაში დარჩე შესული, და თემის არჩევანი (ღია/მუქი). სარეკლამო თრექერები არ გვაქვს.
გადახდა
ბარათის მონაცემები ჩვენთან არ ინახება. გადახდა კურიერთან ან საბანკო გადარიცხვით ხდება.
შენი უფლებები
შეგიძლია მოგვწერო და მოითხოვო შენი მონაცემების წაშლა ან ასლი: rezicosta@gmail.com. უკვე დამზადებული შეკვეთების ჩანაწერები კანონით გათვალისწინებული ვადით რჩება.
განახლდა: 2026-08-29 · v1