შენი ფოტო ფოლადზე ან ჩარჩოში.
აირჩიე კადრი და თქვი, რა ზომა გინდა. დანარჩენი ჩვენი საქმეა: ვბეჭდავთ 0.5 მმ ფოლადზე ან ვსვამთ ჩარჩოში, ვამზადებთ თბილისში და რამდენიმე დღეში კარამდე მოგიტანთ.
სამი ნაბიჯი და მზადაა
აირჩიე კადრი
ატვირთე ფოტოები ტელეფონიდან ან კომპიუტერიდან, გუშინდელი იყოს თუ ათი წლის წინ გადაღებული. საკუთარი კადრი თუ არ გაქვს, მზა ნამუშევრებიდან აირჩევ.
აირჩიე მასალა და ზომა
ფოლადი თუ ჩარჩო. ზომა: ნახევარი სანტიმეტრის სიზუსტით. ზედაპირიც და ის, თუ როგორ დაეკიდება, აქვე ირჩევა; ფასი ყოველ ნაბიჯზე თვალწინ გაქვს.
ჩაიბარე
ვბეჭდავთ, ვაწყობთ და კურიერით გიგზავნით. ყუთში ჩამოსაკიდად მზა პრინტები დევს და 1:1 გეგმის ფურცელი, თუ რამდენიმე ერთად შეუკვეთე.
ფოლადი თუ ჩარჩო, შენ ირჩევ
ფოლადის პოსტერი
ფოტოს პირდაპირ 0.5 მმ ფოლადის ფურცელზე ვბეჭდავთ, კიდიდან კიდემდე, ჩარჩოს გარეშე, უსაფრთხოდ მომრგვალებული კუთხეებით. ფოლადი შემთხვევით არ შეგვირჩევია: სწორედ მას ეკვრება მაგნიტი.
ფოტო ჩარჩოში
ხარისხიანი პრინტი ქაღალდზე, მსუბუქ ჩარჩოში: შავ, თეთრ, მუხის ან კაკლის ტონში. უკან ფოლადის ფირფიტაა, ამიტომ პატარა ჩარჩო მაგნიტზეც იკიდება.
ზუსტად შენი ზომა
ზომა ერგება ფოტოს და არა პირიქით. ვჭრით შეკვეთაზე: ნებისმიერი ზომა 10 × 10 სმ-დან, 0.5 სმ-იანი ბიჯით. კადრირება შენი არჩევანია. არავინ გაიძულებს.
საკუთარი ფოტო აუცილებელი არაა
შესაფერისი კადრი თუ არ გაქვს, მზა ნამუშევრები გვაქვს. მასალასა და ზომას შენ ირჩევ, ნამუშევარი კი ზუსტად ისევე მზადდება, როგორც შენი ფოტო.
ბურღი აუცილებელი არ არის
მაგნიტით
ჯერ დამცავ ფურცელს კედელზე მიაკრავ, მერე ზედ წებოვან მაგნიტს. მოხსნისას კვალი არ რჩება, გადაკიდება კი წამის საქმეა.
ლურსმანზე
უკან კლასიკური საკიდია. ერთი ლურსმანი და მზადაა.
ხვრელებით
ფოლადის ფირფიტას ხვრელებს წინასწარ ვუკეთებთ, ამიტომ სამაგრები ჩანს და პოსტერი ინდუსტრიულ იერს იძენს. მხოლოდ ფოლადისთვის.
სადგამით
პატარა ჩარჩოებს უკანა სადგამი მოჰყვება, თაროზე ან მაგიდაზე დასადგმელად.
ფასდაკლება სამი ნივთიდან იწყება
ერთ ფოტოზე იშვიათად ჩერდება საქმე. შეუკვეთე რამდენიმე და ფასდაკლება ავტომატურად აისახება.
ფოლადი, 30 × 40 სმ
−10% მთლიან შეკვეთაზე
−15% მთლიან შეკვეთაზე
თბილისში მეორე დღეს
ყველაფერს თბილისში ვბეჭდავთ და ვაწყობთ. როცა შეკვეთა მზადაა, კურიერი თბილისში მეორე დღეს მოგიტანს, საქართველოს რეგიონებში კი 3 დღეში.
ორ ან მეტ ნივთს 1:1 გეგმის ფურცელი მოჰყვება: მიაკარი კედელს, მონიშნე სამაგრების წერტილები და მოხსენი. ყველაფერი თავის ადგილზე დაჯდება, სანტიმეტრის სიზუსტით.